უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა
პროგრამის შესახებ
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს არანაკლებ 120 კრედიტს, რომელიც აერთიანებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტიან ნაწილებს.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას ჰყავს პროგრამის ხელმძღვანელი/ ხელმძღვანელები, რომელსაც/რომლებსაც ნიშნავს აკადემიის რექტორი.
სტუდენტის სტატუსის მოპოვება
აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდასა და აკადემიის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე წარმატებით გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი.
შეფასების სისტემა და მისანიჭებელი კვალიფიკაცია
სტუდენტის მიერ სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის დაგროვების შემდეგ, სტუდენტს ენიჭება საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.
კურსდამთავრებულისათვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება დიპლომით. სასწავლო კურსის სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ სტუდენტის მაქსიმალურ შეფასება 100 ქულის ტოლია და წარმოადგენს შუალედური (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და დასკვნითი შეფასების ჯამს, რაც წარმოადგენს საბოლოო შეფასებას.
შეფასების სისტემა:
(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს
ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით
დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ
სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
მზად ხართ დასაწყებად?
შემოუერთდით ათასობით კურსდამთავრებულს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ცვლილებებს ახდენენ.
ავტორიზაცია