უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია წარმატებით ეწევა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებისკენ მიმართულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა და წარმატებით ხორციელდება უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი.
სასერტიფიკატო კურსი ფარავს ეროვნულ და საერთაშორისო თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფართო დიაპაზონს. კურსი ორიენტირებულია როგორც ცოდნის, ისე - პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე. სასწავლო პროგრამა და შესაბამისი მასალა ეფუძნება მხოლოდ ღია წყაროებს. თითოეულ მოდულს უძღვებიან სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები, სამსახურის მოქმედი მოსამსახურეები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კურსში მონაწილეობას ღებულობენ 21 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქეები.
შერჩევის პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
• აპლიკაციის მიღება;
• აპლიკაციის შერჩევა;
• გასაუბრება.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის საჭირო WORD დოკუმენტი (ჩამოსატვირთი)
მზად ხართ დასაწყებად?
შემოუერთდით ათასობით კურსდამთავრებულს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ცვლილებებს ახდენენ.
ავტორიზაცია